Saturday, October 7, 2017

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს  გავიმეორეთ შესწავლილი მასალა. შემდეგ დავიწყეთ  პორტფოლიოს დათვალიერება. შევიტანეთ შესწოპრებები , მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები: " ჩვენ გვიყვარს დედამიწა"  თემა იყო აქტუალური, რადგან  ჩვენო დედაქალაქი სერიოზულადაა დაბინძურებული დაშველას ითხოვს.
"ელექტრო ენერგიის დაზოგვა"- უნდა გავუფრთხილდეთ ელექტრო წნერგიას. ეს ჩვენს ბიუყეტზეც აისახება.
"ოთახის რემონტი"- ნათლად ჩანს მათემატიკის გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში. რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის რომ გავარემონტოთ ოთახი.
"ხალხური, კლასიკური და თანამედროვე მუსიკა". ამ პროექტით მოიძიებდნენ ინფორმაციას თანამედროვე მუსიკის შესახებ და ჩამოუყალიბდებათ მუსიკის გემოვნება.
"ელექტრო  დენის მიღება და გამოყენება". თეორიულად  რომ არსებობს ბუნებრივი რესურსები, მაგრამ ეს არ არის ულევი და მოსწავლემ უნდა იცოდეს  როგორ შეიძლება წყლის ენერგიის და ქარის ენერგიის გამოყენება ელექტრული დენის მისაღებად.
"ახალი წელი სხვადასხვა ქვეყნებში"  დაასახელებენ ქვეყნებს და მოიძიებენ  მათ საახალწლო ტრადიციებს. შეადარებენ ჩვენს ტრადიციებს. ამით ბევრ ახალ სიტყვას  ისწავლიან ინგლისურ ენაში.
"გავუფრთხილდეთ გულს"- მოიძიებენ სტატისტიკურ მონაცემებსდა დაასკვნიან, რომ ჯანსაღი ცხოვრებით უნდა იცხოვრონ.
"სახელოვანი  მოჭიდავეები"- ძალინ ბევრი სახელოვანი მოჭიდავეა, რომლებსაც არ იცნობენ ჩვენი მოსწავლეები.მოსწავლეები ძაერთვებინ სპორტში და იცხოვრებენ ჯანსაღი წესით.
განსაკუთრებით მომეწონა   პროექტი"ელ.დენის მიღება და გამოყენება",სადაც კარგად იყო აღწერილი დენის მიღება ქარისა და წყლის  საშუალებით.
  ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ  სკოლაში მოსწავლეებთან -დავწერთ პროექტებს.
მადლობა ყველას ვინც ეს პროექტი დაგეგმა და  განახორციელა.

No comments:

Post a Comment